fbpx

“ნაციონალები”ჩვენ გვებრძვიან მერე და გვაკრიტიკებენ, მერე კი ჩვენს პოზიციას იზიარებენ

შეუერთდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებს – ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიაში მსჯელობის შემდეგ მიიღებენ. პარალელურად პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვმას მედიატორის ფუნქცია იკისროს და საკუთარი წარმომადგენელი საპარალამნტო ჯგუფების საქმიანობაშიც ჩართოს.

„მე ეჭვი მეპარება, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლის ამ ჯგუფებში ჩართვა გამოვა. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ ერთმანეთთან საუბარი შევძლოთ. თუ ვერ შევძელით, მაშინ არაფერს აქვს აზრი.

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს და ხშირად ყოფილა სიტუაცია, რომ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ და ჩვენ გვებრძვიან მერე და გვაკრიტიკებენ, მერე კი ჩვენს პოზიციას იზიარებენ. ეს შეიძლება დაჰბრალდეს იმას, რომ დიდი პარტიაა და აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მე მგონი საბოლოო ჯამში ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული წნეხი აქვს თავისივე ამომრჩევლის“, – აღნიშნავს გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება