fbpx

ნამახვან ჰესზე ეს ანტისახელმწიფოებრივი და გაუაზრებელი რიტორიკა უნდა შეწყდეს-ირაკლი ღარიბაშვილი

იმ მოქალაქეებისთვის მინდა, განვმარტო, რომლებიც გულწრფელად წუხან, ვინაიდან ზოგს ინფორმაცია არ აქვს. „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებით დავავალე ეკონომიკის, ასევე გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ადგილზე ჩასულიყვნენ. ჩავიდნენ, ნახეს, ყველას შეხვდნენ. ასევე, ჩვენ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა, გამოვყო პირველი. კომპანია დავითანხმეთ და უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება ცხრიდან თორმეტ თვემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

whatsapp sharing button

“კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად გადამოწმდება, მათ შორის ჩვენი ექსპერტების, უცხოელი ექსპერტების, ასევე სპეციალისტების მოწვევით. კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი. ამასთან, რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი. ასევე, მოსახლეობისთვის მინდა, განვმარტო, რომ 30 მილიონი ამ კომპანიას უკვე დახარჯული აქვს. კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში“.
ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას ხელს უშლის.
დამისახელეთ კომპანია, რომლიც კოვიდპანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. ჩვენ ამას ჩვენივე ნებით თუ სურვილით ვეწინააღმდეგებით და სამუშაოებს ვაფერხებთ. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემა არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება