ირაკლი ღარიბაშვილმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას იმის გამო, რომ პირბადე არ ჰქპონდა, შენიშვნა მისცა.“ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი – ნიღბის ტარება – უნდა დავიცვათ.მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარება.აი ემა, თქვენ რატომ არ გიკეთიათ ნიღაბი, დღეს მესამე შენიშვნა დაიმსახურეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა