fbpx

მუხიანის I მიკრორაიონის N17-18 კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა

მუხიანის I მიკრორაიონის N17-18 კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი
მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანში, I მიკრორაიონის N17-18
საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი
განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი და
დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, მონტაჟდება გარე განათებისა
და სარწყავი სისტემები. განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ეწყობა
კალათბურთის მოედანი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხეები
და დაითესება ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობასა და გამგეობას შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც,
მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების
შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.
მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის
აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას,
ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის
ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ
საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა.
გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მუხიანის I მიკრორაიონის N17-
18 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა და სკვერის მოწყობის პროექტის დეტალები
გააცნო.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 188 580 ლარია
გათვალისწინებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება