fbpx

შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს

შშმ ვეტერანებმა სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი ჩეხეთში გაიარეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩეხურ საქველმოქედო ფონდ”REGI BASE ‘’ – შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შშმ ვეტერანებმა ნიკოლოზ წერეთელმა და ამირან ადამიამ,  ჩეხეთის ქალაქ კარვინაში, სარეაბილიტაციო სანატორიუმ “დარკოვ სპა”-ში სპეციალური, სამედიცინო-სარეაბილიტაციო, ერთთვიანი კურსი გაიარეს.
საქველმოქმედო ფონდი „REGI BASE ‘’ ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე “REGI„ შამსი გახლდათ.
ფონდი მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს, გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება.
‘’REGI BASE GEORGIA’’ კი, ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში დაფუძნდა. მიმდინარე წლის ივნისში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’REGI BASE GEORGIA’’- ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება