fbpx

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიას ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა

გუშინ საღამოს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თითქმის შეუძლებელი იყო მოძრაობა. მიზეზი დღეს დილით გავიგე. ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდები შეიწირა – თორნიკე, გენრი და თეკლა…

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ სულებს.

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა  და ახლობლებს.

არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების. ზომები სასწრაფოდ მისაღებია! მძიმე დემოგრაფიული პირობების ფონზე  ვკარგავთ ახალგაზრდებს.

ალბათ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – წერს ავარიის ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში. ,,იქსნიუსის,,ინფორმაციით გოგონა საბედნიეროდ ცოცხალია

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება