fbpx

დღეს ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო-დავით სერგეენკო

დღეს ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო,” – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც სერგიენკომ მედიასთან საუბრისას განმარტა, დღეს არჩევანი გააკეთა ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.

„თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციულით სიებით და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა.

მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს გამოწვევებს გამოუკვლავდეს, იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს, რომ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში იმუშაოს ქვეყნის განვითარებისთვის,“ – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება