fbpx

მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით-ანდრია გვიდიანი

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანის თქმით, „ელექტროენერგიაზე ტარიფის ბოლო გადახედვის შემდეგ საკმარისი დრო გავიდა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტარიფების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიები. ანდრია გვიდიანს მიაჩნია, რომ არსებული ტარიფის გადახედვით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „ამას ემატება პანდემია, რომელმაც გააუარესა ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია და დაზარალდა ენერგეტიკის სექტორიც. ამდენად, კომპანიებს ესაჭიროებოდათ ახალი ტარიფები, რათა შენარჩუნდეს მოსახლეობის ელექტრომომარაგების საიმედოობა“, – ამბობს ანდრია გვიდიანი.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი, აქ პირველ რიგში იგულისხმება ადგილობრივი გენერაციის განვითარება. ჩვენ ჰიდრორესურსების ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც ადგილობრივი გენერაციის ობიექტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხელი ეშლება ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. თუ ჩვენ გვინდა მდგრადი ენერგეტიკული სისტემა, თუ ჩვენ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, ამის ერთადერთი შესაძლებლობა შიდა რესურსების გამოყენება და ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა“, – აცხადებს ექსპერტი.

მისი გათვლებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, თუ ყოველწლიურად 3%–ით გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, 2030 წლისთვის საქართველოში მოთხოვნა 18,5 მლრდ კვტ/სთ–ს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, თუ მოხმარების ზრდის პარალელურად არ აშენდება ელექტროგენერაციის ახალი ობიექტები, მუდმივად მზარდი იქნება საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია