მიხეილ სარჯველაძე: „გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით“


„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკურისაავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისმასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთარანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი დაამოცანაა, ეს იყოს მაღალი კლასის სამედიცინოდაწესებულება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმაახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლისმიხედვითაც თბილისის რესპუბლიკურისაავადმყოფოს ტერიტორიაზე, თანამედროვესამედიცინო სერვისებისთვის, ახალიმაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, აღნიშნულიმომსახურებების მაღალი ხარისხისუზრუნველყოფისათვის, ახალ შენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა დამაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რაზეც უწყება ასევე აქტიურად მუშაობს. 

მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკურისაავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდებისსაშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვეარსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაცასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. 

რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული დასაინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისოსაკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინგააფორმა. 

„შესაბამისი პროცედურების სრული დაცვითშევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებითაქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევეაქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიასგვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურულითვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება