fbpx

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ამერიკელი და ჩვენი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა-ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ამერიკელი და ჩვენი უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას.

„მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურდათ ამ ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად, მას მხოლოდ ამერიკელი და ჩვენი უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კბოახიძემ.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინი, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების კონტექსტში, საქართველოზე ისაუბრა და მაგალითად 2012 წლის არჩევნები მოიყვანა. მან მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გაიხსენა და განმარტა, რომ არჩევნების მეორე დღეს ექსპრეზიდენტი დაარწმუნეს და ხელისუფლებაში დარჩენა გადააფიქრებინეს. ჯინ შაჰინი თქმით, ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პირზე, რომელიც ამომრჩეველმა აირჩია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება