fbpx

მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესზე: “ხელები შორს საქართველოს ბუნებისგან”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში დღეს მიმდინარე აქციის მონაწილეების მხარდამჭერი ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება და ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია.

„თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ დღეს უკვე არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია, თუმცა, მისი სიტყვებით, ნამახვანჰესის მშენებლობით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული:

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი  განახლდა  სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2009 წლის ნოემბერში. როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური აცხადებდა, ინვესტირებით თურქული და კორეული კომპანიები დაინტერესდნენ. მთავრობა ვარაუდობდა, რომ პროექტის რეალიზაციას 2011 წელს შეძლებდა, თუმცა, მაშინ პროექტი შეჩერდა. მიხეილ სააკაშვილი თავის პრეზიდეტობის დროს ერთ ერთ პრიორიტეტად მიიჩევბდა ნამახვან ჰესის მშენებლობას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება