fbpx

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს  სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება