fbpx

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

პროკურორის თქმით, დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„თავად მსჯავრდებული სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას“, – აღნიშნა პროკურორმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება