fbpx

მიშას პოსტი ეკამ კი არა გიულიმ გამოაქვეყნა- სააკაშვილის ადვოკატი

ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაზე განმარტავს, რომ ის მისმა დედამ, გიული ალასანიამ, სააკაშვილისვე თხოვნით გამოაქვეყნა. კერძოდ, საქმე ეხება პოსტს, რომელშიც ის ამბობს, რომ საუბარი მის მოწამვლასთან დაკავშირებით, “სპეკულაციაა”.

“იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით, რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა, რაც რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხედხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია…”, – წერს ხაჭაპურიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.

“გუშინ ჩვენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ვიდრე ამ თემაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა არ იქნება, მანამდე ინტერპრეტაცია ყველანაირი სახით უნდა შეწყდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ მივცემთ და აქ ამოვწუროთ ყველაფერი”, – თქვა ვალერი გელბახიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუკის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს არაფერი მის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით.

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო”, – წერს სააკაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება