„ნაცსექტანტებს“, ყოველ შემთხვევაში მათ ლიდერებს – სინდის – ნამუსის რთული „ქსოვილის“ ყველა ძაფი რომ გაწყვეტილი აქვთ, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ერთმანეთში ცოლებს რომ ცვლიდნენ და ერთმანეთს შვილებს რომ უკეთებდნენ.
ასევე, თვალსაჩინო სურათი იყო სალომე ზურაბიშვილის ყველაზე ბინძური მაგინებლების, მასთან ამბორზე მისულ სექტანტებზე გადაღებული ვიდეოკლიპი. ხანდახან, რაღაც უწყინარ უხერხულობაზე ნამუსი რომ გაწუხებს, ამათ შემხედვარე, გინდა თუ არ გინდა, „ანგელოზად“ რომ მოგეჩვენება თავი.
მათი თითოეული სიტყვა, საქმე, ჟესტი აბსოლუტურად მოკლებულია იმ ღვთაებრივი მექანიზმის მოქმედებას შენს სხეულში, რასაც სინდისი ჰქვია. მათთან ერთ ქვეყანაში იძულებითი ცხოვრება-არსებობის პირობებში ყველა ნორმალურ ადამიანს შემაკავებელი ორდერი უნდა დაურიგონ, რათა უნებლიედ მათ სიახლოვეს მოხვედრილების უვნებელ მანძილზე ძალით გადაყვანა პოლიციას მაინც შეეძლოს – უნამუსობით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
მიკვირს, რისთვის სჭირდებათ, მაგალითად, ტანისამოსის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც პირადი, სქესობრივი „სირცხვილის“ შესაფუთი საშუალება. რა აქვთ დასამალი, ვისი ან რის უნდა რცხვენოდეთ? პრინციპში, ერთადერთი სფერო, რომელიც დასაგემოვნებელი დარჩათ – პოლიტიკურიდან, ფიზიოლოგიურ ნუდიზმში გადასვლაა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, მათი ბუნებრივი სიშიშვლის აღმოჩენისგან. ამიტომ, ნუდიზმის შესახებ ჩემს მოსაზრებას კრეატიულ ინოვაციად ნუ მიიღებენ!
უბრალოდ წარმოვიდგინე, „შემოსილები“ რა საზიზღარ შთაბეჭდილებას ტოვებენ შენზე და „განმოსილები“ რა საშინელებათა სურათს შეგვიქმნიან დამატებით. მაგალითად, მადამ პღეზიდანთან გუშინდელი შაბაშის დროს წარმოიდგინეთ ესენი და თვალწინ დაგიდგებათ ბულგაკოვის ცნობილი სცენა „ლუციფერის მეჯლისიდან“. თუმცა, რად უნდა ამას დამატებითი წარმოსახვა – ეს მეჯლისი ისედაც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ და დასრულების ფინალური აკორდები ჯერ არ ისმის…“
🟥 დავით ქართველიშვილი.