fbpx

სალომე ბაბო, ფეხი ჩამაიღე, გიჩანს!



“ტარასკონიის პღეზიდანს განუცხადებია თავისსავე პირით, სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს მითქვამსო.
ავ ენებს შეუხსენებიათ, მა სიტყვები – ,,არა და არასდროს”, ვისიაო?
მე რა ვიცი, ვისიაო.
შენ არ თქვიო?
მე კი ვთქვი, მაგრამ სუ სხვა კონსტექტითა ვთქვიო.
აბა, რანაირადო?
არა და არასდროს უნდა გათხარო, სადაც არ უნდა გათხაროო.
ეგ რას ნიშნავსო?
იმას, რომ სადაც არ უნდა გათხარო, იქ არასდროს უნდა გათხარო.
😆
სალომე ბაბო, ფეხი ჩამაიღე, გიჩანს და… განა მარტო ეგ გიჩანს? არა, ყველაფერი გიჩანს!
ამ საახალწლოდ არ შეიწყალო, ხალხი არ გაამწარო, თორემ ორბელიანების სასახლე კი არა, ბიძია თომას ქოხიც სანატრელი გაგიხდება.
ვერ უყურებთ, რა დონეზე აწვალებს ერთ ადგილსა?
არაო, როდის ვთქვი უარი სააკაშვილის შეწყალებაზეო?
ან კი რა მნიშვნელობა აქვს, რა თქვა და როგორ თქვა? რაც თვითონ სააკაშვილმა უწინასწარმეტყველა, ის დაემართება. გახსოვთ, როგორ მოძღვრავდა კიევიდან თავის ბატებს? ეგ ქალი თმებით უნდა გამოვათრიოთ მაგ სასახლიდანო.
😆
მოკლედ… სალომე ბაბო, ფეხი ჩამაიღე, ერთი ადგილი გააჩერე და რაც ქართველმა ხალხმა სხვისი ხათრით მოგაგდო, კიდევ რამდენიმე თვე შეირგე, თორემ ბაქო, ბელაქანი და პარიზი აქეთ დაგრჩება.
არა, ეს მუქარა კი არა… ქართველი ხალხის ბრძანებაა!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება