fbpx

მიაჭერით ზელენსკისთან და კითხეთ რა უფლებით და რა მორალური ნორმებით ჰყავს მფარველობაში კაცი,რომელმაც დაგარბიათ,გაგლახათ,ორსულები მიწაზე გათრიათ-ნინო ჭელიძე

სოციალურ ქსელში ნინო ჭელიძე მეამბოხე ჟურნალისტებს მიმართავს-ზელენსკიოოო…. მერე რას უზიხართ სახლში სანაია,გრიგოლია,ტრაპაიაძე? არიქა,მიაჭერით თქვენი ოპერატორ- რეპორტიორებით და კითხეთ: რა უფლებით და რა მორალური ნორმებით ჰყავს მფარველობაში კაცი,რომელმაც დაგარბიათ,გაგლახათ,ორსულები მიწაზე გათრიათ(კაბინეტებშიაც),მაუწყებლობები დაგიხურათ,რატომ არ უქმნით არაკომფორტულ გარემოს? რა, ტყუილია? არ ჩაუდენია? თუ მაშინ ჟურნალისტები არ იყავით? თუ მაშინ ფოტოგრაფები არ გვყავდა და ციხეში არ ჩაყარეს უდანაშაულო ხალხი? რას ზიხართ ადგილზე? რა გაჩერებთ? რა ნამუსი და ქალობა გაჩერებთ? სად არის თარგამაძე? მივიდეს და უთხრას როგორ მოუკლეს ის ვინც კაცად აქცია და როგორ დაუბნელეს და გაუთიშეს სტუდია! კადრები ხომ არ უნდა ,რომ მივაწოდოთ? ჰე, წადით, რას ელოდებით?

მოთხოვეთ პრინციპლად,გაიშალეთ თმები, შემოიხიეთ ტანსაცმელი,გადმოუშვით პირიდან დუჟი პეირაკის საყვარელივით და უთხარით ვის მფარველობს,ვის აძლევს თანამდებობას და ვის ანდობს თუნდაც ერთ უკრაინულ ღორს! რაო,არ ხართ ჟურნალისტები?

მიდით,აჩვენეთ,რომ მოსყიდული მანქურთები კი არა,ნამდვილად რომ სამშობლო სტკივა,ის ჟურნალისტები ხართ და თუ არ ამოგიდგებით გვერდში მერე ნახავთ!-მიდით აბა,გელოდებით!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება