fbpx

„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო

„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ

სპორტული მოედანი მოეწყო

ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების
მიმდებარედ FIFA-ს სტანდარტის მოედანი მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის
მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 000 ლარი შეადგინა.
„მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ
სპორტული მოედანი მოეწყო. აქ დაიგო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი.
გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები;
მოეწყო გარე განათება და მოედნის გარშემო – ქვაფენილი“, – განაცხადა კახა
კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მოედნის მშენებლობის დასრულება MASTER LEAGUE-ის
ახალი სეზონის დაწყებით აღინიშნება.
„თბილისის მერიის მხარდაჭერით, მასტერ ლიგა უკვე მეოთხე წელია იმართება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების
რაოდენობა წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 35%-ით და რეგისტრირებული
გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 74 შეადგინა. აღნიშნული
გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER
LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III). ჩემპიონატი გაიხსნება თბილისის მერიისა და
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით. სასიამოვნოა,
რომ აღნიშნულ ტურნირში ამდენი ახალგაზრდა ჩაერთვება. მეც მზად ვარ, მასში
მონაწილეობა მივიღო და მხარი დავუჭირო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, –
აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება