fbpx

მეთორმეტე კლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ-ირაკლი ქარქაშაძე

ქუთაისის მერია აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის. მერიის ინიციატივით, მეთორმეტე კლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ. ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა. ” ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი მეთორმეტე კლასელებისთვის, დაინტერესება დიდი იყო. პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობამ, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. ამიტომაც , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ეს პროექტი და დავეხმაროთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, სათანადოდ მოემზადონ სასკოლო საგნებში. “- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია