fbpx

მაქარაშვილი და ბერძენიშვილი საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ- ოპოზიციის კრახი სტრასბურგში

სტრასბურგის სასამართლოში რადიკალური ოპოზიციის კრახზე თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:

“რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ცხელ შემოდგომას” აანონსებს, კვლავ ქუჩის აქციებით, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით და ბლოკირებით იმუქრებიან, არადა შენობის ბლოკირება ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობითაც კი ისჯება. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა დასავლური ღირებულებებისთვისაც კი სრულიად მიუღებელია და ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა. მაქარაშვილი და ბერძენიშვილი რომლებიც საკუთარ სამშობლოს უჩიოდნენ და ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებდნენ, დამარცხდნენ და მომავალშიც აუცილებლად დამარცხდებიან რადგან მათი ბრძოლაც და ბრძოლის მეთოდებიც უსამართლო, უკანონო და საზოგადოებისთვის მიუღებელია”.

გელოდებითარჩევნებზე2024.-წერს ბოჟაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება