fbpx

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე – მათი გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოყვეს ქაოსი, მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის

მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას მოყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის – განუცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის განცხადებაზე, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს, ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება.

„მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის. ეს არის მათი გეგმა და ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს. ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება.
ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ ვართ, ვალდებულია ყველა, დაიცვას ხალხის ინტერესი, რომ არ შევიდეს ომში, არ იყოს ქაოსი და ეს ქვეყანა არ გახდეს ერთ-ერთი მოთამაშე პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ და დაფაზე ისე გაწევენ, საერთოდ არ დააკვირდება არავინ, პაიკს რა ბედი ელის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, ამ მოცემულობას და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება