fbpx

მამუკა მდინარაძე: IRI-ის კვლევით “ქართულ ოცნებას” 19% დაუწერეს – უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს


უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე მიმდინარე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება. მდინარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ ფონზე, რომ ამომრჩეველთა საერთო სიის 20%-ზე მეტი უკვე მივიდა მიმდინარე არჩევნებზე. „რამდენიმე დღის წინ IRI-ს კვლევით “ქართულ ოცნებას” 19% დაუწერეს. დღეს, მიმდინარე არჩევნებში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების აქტივობა 20%-ს გადასცდა. ვიმეორებ, უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს! კიდევ ვიმეორებ, იმ უბნებში და ოლქებში, სადაც დღეს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა საერთო სიის(!) 20%-ზე მეტი უკვე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კანდიდატები არ ყავს დაყენებული… აი რაია?“ – წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება