fbpx

მამუკა მდინარაძე – ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა

რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არ გონია, უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე.

რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა. არ მგონია, უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ ერთი ფაქტი მაინც. უბედურება ის არის რომ ჩვენი კოლეგები, ამ დარბაზში მსხდომი ქართველები აპელირებდნენ ამაზე, რომ შავი ხვრელია საქართველო და გვერდის ავლა ხდება. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და მოიპოვეს, იმიტომ, რომ ბუნებაში რაც არ არის, იმას ვერ მოიპოვებენ. პირიქით, 400-ზე მეტ დოკუმენტი არსებობს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის ჰააგაში. ამის მიუხედავად, ვიღაცეების დასანქცირება ხდება, რომ როგორმე მიუახლოვდნენ თავისი შეკრული მოჯადოებული ე.წ. წრით ბიძინა ივანიშვილს, რომ დააბრუნონ პოლიტიკაში, დააშანტაჟონ და შემდეგ ეს ქვეყანა ომში ჩართონ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება