fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: ერთგვარი დაბნეულობაა ოპოზიციის რიგებში, არ იციან როგორ მოიქცნენ იმ კამპანიების შემდეგ, რაც აწარმოეს კანდიდატის სტატუსის, საქართველოს წინააღმდეგ

ერთგვარი დაბნეულობაა ოპოზიციის რიგებში, არ იციან როგორ მოიქცნენ იმ კამპანიების შემდეგ, რაც აწარმოეს კანდიდატის სტატუსის, საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„აშკარაა, რომ ეს კამპანიები დიდი ალბათობით წარუმატებლად დასრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროცესი ყოფილიყო წარმატებული, შეგვესრულებინა მაქსიმალურად ევროკავშირის რეკომენდაციები, გვეთანამშრომლა ევროკომისიასთან და გაგვეთვალისწინებინა მათი შენიშვნები. კარგად ხედავს ყველა ამ პროცესს, ისიც ალბათ იციან, რადგან მათ ძალიან აქტიური რეკომენდაცია აქვთ სხვადასხვა აქტორებთან ბრიუსელში, რომ შეუძლებელია ევროკომისიამ არ ასახოს ანგარიშში ის, რაც საქართველომ გააკეთა. აქედან გამომდინარე, როდესაც ამხელა რესურსია ნეგატიურ კამპანიაში დახარჯული, დღეს არიან გაურკვეველ მდგომარეობაში. ვხედავთ ერთმანეთზე ბრალდებებს. თურმე ეს ხალხი, რომელიც არწმუნებდა საქართველოს მოსახლეობას, რომ იბრძოდნენ ევროპული მომავლისთვის, სულაც არ ყოფილა ასე, და ყველაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამას საკუთარი კოლეგებიც ამბობენ. ეს კამპანიები არამარტო ქვეყნის გარეთ აწარმოეს, არამედ ქვეყნის შიგნითაც. მოწმენი ვიყავით, პარლამენტის შენობაში ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები იდგნენ ტრიბუნასთან და მიზანმიმართულად აზიანებდნენ საქართველოს ინტერესებს და ქმნიდნენ იმ გარემოს, როდესაც საქართველო მათი გათვლით კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გატარებულიყო პარტნიორების მხრიდან, მაშინ როდესაც ყველაფერი გაკეთდა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო ღირსეული პარტნიორი ყოფილიყო“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება