fbpx

მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს სა­ერ­თოდ “ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის კმა­ყო­ფი­ლი ვარ-გიული ალასანია

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი ასე­თი გა­სა­ჭი­რი­სა, ომ­შია ხალ­ხი, არც ერთი დღე არ შე­უ­წყვე­ტი­ათ ჩემს შვილ­ზე ფიქ­რი და ზრუნ­ვა, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა არა­ერ­თხელ უც­დია, თუმ­ცა მათ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ზე უარი მი­ი­ღეს.

“სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქეა, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რია და იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დღემ­დე რჩე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არას­დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლან და ეს მცდე­ლო­ბე­ბი არას­დროს შე­უ­წყვე­ტი­ათ. არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და ყო­ველ­თვის უარი მი­ი­ღეს, ესეც ხომ ვი­ცით. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი ასე­თი გა­სა­ჭი­რი­სა, ომ­შია ხალ­ხი, არც ერთი დღე არ შე­უ­წყვე­ტი­ათ ჩემს შვილ­ზე ფიქ­რი და ზრუნ­ვა. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ”, – გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დე­დამ მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ასე­ვე კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რის, ნინო ნა­დი­რა­ძის და მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მედ­პერ­სო­ნალს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ.

“მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს. ძა­ლი­ან კარ­გი იყო მისი გუ­შინ­დე­ლი ჩარ­თვა. სა­ერ­თოდ “ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ვინც უშუ­ა­ლოდ ყო­ველ დღე მას­თან [სა­ა­კაშ­ვილ­თან] არი­ან. ნამ­დვი­ლად, ყო­ველ­დღი­ურ ზრუნ­ვას იჩე­ნენ.

ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მას პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და პერ­სო­ნალს მის მი­მართ. ამის მოწ­მე მე ვარ და გარ­და ამი­სა, ვიცი მისი [სა­ა­კაშ­ვი­ლის] აზრი. ასე რომ, სპე­კუ­ლა­ცია ამ თე­მებ­ზე სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტია,“ – გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აპე­ლი­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თე­მა­ზე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ალა­სა­ნია პა­სუ­ხობს, რომ ისი­ნი თა­ვის გა­მარ­თლე­ბას ასე ცდი­ლო­ბენ.

“სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა და რა­ღა­ცით ხომ უნდა გა­ი­მარ­თლონ თავი. მისი [სა­ა­კაშ­ვი­ლის] აგ­რე­სი­აც მო­დის იქი­დან, რომ სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ ზის და სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ იტანს ამ ყვე­ლა­ფერს,“ – აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება