fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: შემთხვევით თვითონ ხომ არ ამზადებენ ასეთ პროვოკაციებს?

ლევან ნიკოლეიშვილი: შემთხვევით თვითონ ხომ არ ამზადებენ ასეთ პროვოკაციებს? რადგან რადიკალების ყველა მცდელობა, ომში ჩაეთრიათ საქართველო უშედეგოდ დასრულდა „პრაქტიკულად იმას იძახის, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, რას უზამდა ოპოზიციას! ხოლო, რაც შეეხება პროვოკაციებს, რომლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც თურმე დიპლომატიური ხაზებით მიუღია, შემთხვევით თვითონ ხომ არ ამზადებენ ასეთ პროვოკაციებს?“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. მისი თქმით როგორც ჩანს სააკაშვილის მიერ დასახელებული ვარიანტი უფრო რეალურად ეჩვენება. მთავარი ის არის, რომ მათი მიზანი, ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლაა! „ტუსაღ სააკაშვილის, ნებისმიერი გამოსვლა ერთმხრივ უაზრო და უნიჭო მასკარადია, მაგრამ ყოველთვის შეიცავს რაღაც ფეთქებად და საშიშ გზავნილებ . ის, რომ ეს ადამიანი, ვერაფრით ვერ ეგუება ციხეს, ეს მისი ხან „უვადო შიმშილობებით“ და ხანაც მოულოდნელი შეწყვეტებითაც ჩანს, ხან უკრაინის მთავარსარდლობამ მთხოვაო( ამისთვის ცალიათ დღეს უკრაინაში?!) და ხან ვინო. პერიოდულად ახსენდება, რომ ისე ავად არის, რომ მხოლოდ უცხოეთშია შესაძლებელი მისი განკურნება. რაც, შეეხება სასამართლო პროცესებს, ეს მის ერთგვარი საშუალებაა, სიტყვით (მერე რა, რომ მისი დაწერილი არაა) გამოვიდეს, თავის პოლიტიკურ ავანტიურის საზოგადოებისთვის თავს მოსახვევად. უკრაინის ომზე, ხელის მოთბობის მცდელობა პირველი არა არის, რადიკალური ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მხრიდან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს ბელადი შეეცადა, უფრო შემაჯამებელი როლი ეკისრა, ყველაფერი ცხადი ხდება. როგორც სააკაშვილმა, დღეს განაცხადა „საუბარია, რომ იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან.. რის შემდეგაც ეს დაჰბრალდება ჩვენს ოპოზიციურ ჯგუფებს.. რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს, საქართველოს მთავრობას დაუყოვნებელ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას – მთავრობა კი მზად იქნება ამისთვის.. ამავე დროს დაერიოს და პრაქტიკულად გააჩეროს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა.“ პრაქტიკულად იმას იძახის, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, რას უზამდა ოპოზიციას! ხოლო, რაც შეეხება პროვოკაციებს, რომლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც თურმე დიპლომატიური ხაზებით მიუღია, შემთხვევით თვითონ ხომ არ ამზადებენ ასეთ პროვოკაციებს? რადგან რადიკალების ყველა მცდელობა, ომში ჩაეთრიათ საქართველო უშედეგოდ დასრულდა. როგორც ჩანს სააკაშვილის მიერ დასახელებული ვარიანტი უფრო რეალურად ეჩვენება. მთავარი კი ის, არის ეს ხალხი ვერც ზნეს იცვლის და ვერც ბუნებას-მათი მიზანი, ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლაა! ხელისუფლებას და საზოგადოებას კი უფრო ეზრდება პასუხისმგებლობა, ნებისმიერ ფასად ამის არ დაშვება!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია