fbpx

ლაშა ნაცვლიშვილთან აღარ გვაქვს კომუნიკაცია -ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, ხოლმე

“ლაშა ნაცვლიშვილთან აღარ გვაქვს კომუნიკაცია იმიტომ, რომ მგონი, საქართველოშიც აღარ არის. ის იყო პიარის მიმართულების ხელმძღვანელი პარტიაში და არა პოლიტიკური ფიგურა. როდესაც ასეთი შიდაპარტიული საკადრო გადაადგილება ხდება, აქვს სხვადასხვა მიზეზი — შესაძლოა, ტექნიკური, შესაძლოა, ვიღაცას სხვა სტილით უნდოდეს მუშაობა და ა.შ. შესაძლოა, თვითონ უნდოდეს წასვლა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის შიდა სამზარეულო და მენეჯმენტის გადასაწყვეტი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია