fbpx

გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები-ირაკლი ღარიბაშვილი

მივესალმებით გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას, რომლის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის57 ქვეყანა შეუერთდა.

რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მადლობას ვუხდით ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა რეზოლუციის თანაავტორი.

აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება