fbpx

კოვიდის შემცირების ერთადერთი გამოსავალი არის ტოტალური ჩაკეტვა-გიორგი ფხაკაძე

კოვიდის შემცირების ერთადერთი გამოსავალი არის ტოტალური ჩაკეტვა – ამის შესახებ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში მძიმე შედეგი დადგება. 

“ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტალღა იქნებოდა. კოვიდს აქვს ორი ტალღა, ერთი ინფიცირებული პაციენტები და მეორე ტალღა ის ჩვენი მოქალქეები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ჩვენ გვაქვს ორი სახით სიკვდილიანობა: ერთი კოვიდის სიკვდილიანობა, მეორე კოვიდის შედეგად მიღებული სიკვდილიანობა. ეს ციფრები რაც გვაქვს, არის ძალიან მაღალი და ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს რეანიმაციული განყოფილებები და არ არის მედპერსონალის რესურსი. ჩვენ თუ ახლა, დღესვე ჩავიკეტებით, ამის შედეგს ვნახავთ 2-3 კვირაში. რაც უფრო გავწელავთ ამ დროს, მით უფრო მაღალი სიკვდილიანობა იქნება და მით უფრო მწარე შედეგებამდე მივალთ. შედეგი გვექნება ძალიან მძიმე, ერთადერთი გამოსავალია მთლიანი ტოტალური ჩაკეტვა”, – განაცხადა ფხაკაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია