fbpx

იცნობდეთ ყელ ყურ ცხვირის ვირტუოზ ექიმს ვლადიმერ კვაჭანტირაძეს

ექიმი დავით მირელაშვილი წერს-

ბევრი მეკითხება რომ ბევრი კარგი რომ საზღვარგარეთ “გარბის”, სანდო და უმაღლესი დონის პროფესიონალი ექიმები დაგვრჩაო საქართველოში? კი, ნამდვილად დაგვრჩა, ყველა სპეციალობაში.

ბედნიერაბა მაქვს წილად რომ ბევრი მათგანი გავიცანი ბოლო პერიოდში.პირადი გამოცდილებიდან ბატონი ვლადიმერი ერთ-ერთი მათგანია, მათთვის ვისაც ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი ჭირდება.

ერთი წარმატებული სამედიცინო შემთხვევა გვქონდა ახლახანს ერთად – პატარა ბიჭის რომელსაც სუნთქვა უჭირდა, და ჟანგბადის აპარატით იძინებდა. დედას მთელი ღამე არ ეძინა იმის შიშით რომ სუნთქვა არ გააჩეროსო. თურქეთში ისეთი თანხა დაუსახელეს რომ სახლის გაყიდვა დაჭირდებოდათ (განმეორებით ოპერაციის). ბატონმა ვლადიმერ კვაჭანტირაძემ სასწაულ შეღავათიან ფასად (და თან სახელმწიფო თანადაფინანსება მოიპოვა) ჩაატარა ურთულესი ოპერაცია და ახლა ეს ბავშვი ჯანმრთელია.

მიხარია რომ ასეთი პროფესიონალებს მიუხედავად მიზეზებისა შეუძლიათ რომ საქართველოში დარჩნენ, ნაცვლად იმისა რომ მათ ნებისმიერ (უფრო დალაგებულ) ქვეყანაში დიდი სიხარულით მიიღებდნენ ექიმად სამუშაოდ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება