fbpx

ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დაანონსა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების მიხედვით შემსუბუქდება შეზღუდვები.

„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება.

შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია