fbpx

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს უცხოური ინვესტიციების მიმართულების ახალი მრჩეველი ჰყავს.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ვაზილ ჰუდაკი საქართველოს მოქალაქე და დიდი მეგობარია.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც უცხოური ინვესტიციების მიმართულებით იმუშავებს. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი, ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, იქნება მეტი დასაქმებული და შემოსავალი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც არის საქართველოს დიდი მოქალაქე, დიდი მეგობარი და მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად. მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია