fbpx

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა ,,ასტრაზენეკათი,, აიცრა

პირველი სასულიერო პირი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავაა.

“ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, რაღაც წრეებზე, ანუ ერთ წელიწადია გაჩერებულია ცხოვრება. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას და ჩეულებრივ კალაპოტს დავუბრუნდეთ. ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, ინტერნეტი გაივსო ამით. მათ, რა თქმა უნდა, უნდათ, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩაკეტილი”, – განაცხადა მამა გიროგი ჩაჩავამ.

წინამძღვრის თქმით, ვინც გაივლის ვაქცინაციას, მათთვის შეზღუდვები ცოტა უნდა შეიცვალოს. ხოლო ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვები მოეხსნა, მათთვის ბიძგი იქნება, რომ აცრა გაიკეთონ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება