fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო

ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო. მისმა საშემსრულებლო ხელოვნებამ აღიარება მოიპოვა მისი პიროვნების მასშტაბურობისა და ნიჭის დამსახურებით. ლექსო თორაძის პედაგოგიური ღვაწლი მომავალში კიდევ ბევრჯერ დაფასდება, რადგან მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად.თანაგრძნობას ვუცხადებ ლექსო თორაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას,“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება