fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩეველს ვერ იმხრობ და ტირილით საზღვარგარეთ გარბიხარ არის ფსკერი პოლიტიკურიც და ზნეობრივიც

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგას – აიძულებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას”, უფრო საღ ვითარებაში მოხდეს რიგგარეშე თუ რიგითი არჩევნების ჩატარება”. მისი თქმით “აიძულებს დასავლეთი” აი ამ სიტყვების შემდეგ პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია “სტრატეგია აღმაშენებელი”. “აიძულებს დასავლეთი” .. აი ამ სიტყვების შემდეგ პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია “სტრატეგია აღმაშენებელი” თავის ვაშაძე-ჩიხლაძეებით და სხვებით. როდესაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩეველს ვერ იმხრობ და გალახული ბავშვივით ტირილით საზღვარგარეთ გარბიხარ “უფროს ბიძიებთან” დამეხმარე და შენი ვიქნებიო, ეს არის ფსკერი პოლიტიკურიც და ზნეობრივიც”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება