fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართულ ოცნებას” გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართულ ოცნებას” გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის  და ჩვენი ხალხის  ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ

ჩვენ, “ქართულ ოცნებას” გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენი  მოქალაქეების, ჩვენი ხალხის  ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი მმართველი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი.

”ჩვენ ვაცნობიერებთ ყველაფერს, ამ ხარვეზებს, ასე ვთქვათ შეცდომებსაც და მივდივართ წინ და ვმართავთ ქვეყანას ისე, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. ასევე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არის სწორედ გამონაკლისი უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. “ქართულმა ოცნებამ” დაასრულა მრავალწლიანი ომებისა და შიდა არეულობის ეპოქა, ჩვენ დროს აღარ ყოფილა არც ომი, არც შიდა არეულობა არც დაპირისპირება, არც რაღაც  ფართომასშტაბიანი კონფლიქტები. ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დამსახურება.

რაც შეეხება ტურიზმს, ვიმყოფებით რა ამ უნიკალურ ადგილას, მართლაც საოცარ ადგილას, ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა და გამორჩეული ადგილი არის თითოეული ქართველისთვის, სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ ვარძიის რეაბილიტიაცია სრულად დააფინანსა ფონდმა “ქართუმ”  და  ბიძინა ივანიშვილმა და ეს პროცესი გრძელდება. თითოეულ მუნიციპალიტეტში, მეგობრებო, ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო  და ტურიზმის სააგენტო ამუშავებს სპეციალურ პროექტებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული და ახალი ტურისტული ლოკაციების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი ცენტრების შექმნა მოვახერხოთ.  ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ უახლოეს თვეებში, თითოეულ რეგიონზე იქნება მორგებული როგორც მოგახსენეთ ეს პროექტები და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების ნაკადს, რაოდენობას როგორც შიდა დამსვენებლების ასევე უცხოელი ტურისტების მეტი რაოდენობა ჩამოვა და ნახავს იმ უნიკალურს სილამაზეს და ადგილებს, რომელიც ჩვენს უნიკალურ ქვეყანას გააჩნია”,- აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია