fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ სხვა სახელმწიფოს

ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ სხვა სახელმწიფოს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანების ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ომის დაწყება, რასაც ვერ მიაღწიეს.

„საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, აქციები, რომელიც დააორგანიზეს ამ ადამიანებმა, დღეს თქვეს, რომ სანქციებს თურმე არ უერთდებოდნენ, იარაღის გადაცემა, ჩარტერული რეისების გაშვება, ყელაფერი ეს უკავშირდებოდა ერთადერთ მიზანს – რაიმენაირად ომის დაწყებას საქართველოში და რომ არა ჩვენი ხელისუფლება, დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი იქნებოდა პასუხისმგებელი. ნუ ნერვიულობთ, თქვენ მთავარ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა – ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს“, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია