fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე-ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას

ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების  80% საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა.

„ჩემთვის მთავარია დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, 300-მა ადამიანმა, ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების. ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს. ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაველოდებით 23-24 ივნისს,  რომ გავიგოთ ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც რეალურად  აქვთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ვართ, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ეხლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. მე საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, რომ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.Attachments area

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია