fbpx

ირაკლი ლატარია – რუსეთის ბიუჯეტით გამძღარ ხოშტარიას და მკვლელობების ორგანიზატორ ადეიშვილს რომ მოუსმენ და ივანიშვილის ოჯახს დაასანქცირებ, რით ხარ მეგის ქარდავასა და რუსების აგენტ თემურ ალასანიაზე ნაკლები?

ბიძინას ვერ გაუბედეს და მისი ოჯახი დაასანქცირეს მათ, ვინც ითხოვდა ჩვენგან ქართველების ამოწყვეტას! ვერ მიიღეს და ახლა იკბინებიან – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ადეიშვილი რომ ყავთ ხელისუფლებაში და მაინც ვუცინოდით, მაგის ბრალია ყველაფერი.

„დანილოვი ხომ გახსოვთ? საქართველოს, მიწასთან გასწორებისკენ რომ მოუწოდებდა და გინდა თუ არა ეომეთ რუსეთსო. ადეიშვილი რომ ყავთ ხელისუფლებაში და ჩვენ მაინც ვუცინოდით, მაგის ბრალია ყველაფერი!!! ყველა თავზე როგორ დაგვაჯდა და ყველა როგორ გვებლატავება? ბიძინას ვერ გაუბედეს და მისი ოჯახი დაასანქცირეს მათ, ვინც ითხოვდა ჩვენგან ქართველების ამოწყვეტას! ვერ მიიღეს და ახლა იკბინებიან. მგიმოელ, რუსეთის ბიუჯეტით გამძღარ ხოშტარიას და მკვლელობების ორგანიზატორ ადეიშვილს რომ მოუსმენ და ივანიშვილის ოჯახს დაასანქცირებ, რით ხარ მეგის ქარდავასა და რუსების აგენტ თემურ ალასანიაზე ნაკლები? რა პასუხი მაქვს? უნამუსოები , უმადურები, დაუნახავები“- წერს ლატარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება