fbpx

გია გაბრიჭიძე – ნათელია ამ ხალხის დასანქცირების მიზეზი იმ დანილოვის უწყების მიერ, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა საქართველოს ომში ჩართვას

ამ ნაბიჯით ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის პირდაპირ ავიწროებს საქართველოს მოქალაქეებს და მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი ომის და ღალატის პარტიის მოთხოვნებს – ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.

ექსპერტის თქმით, მთელს მსოფლიოში საქართველოს მოქალაქეების მიმართ მხოლოდ რუსეთს და უკრაინას აქვთ სანქციები დაწესებული.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების შესახებ.
დიახ, პირველ რიგში სწორედაც საქართველოს მოქალაქეები.
ადამიანები, რომლებსაც არანაირად არა აქვთ შეხება არამც თუ რუსეთ-უკრაინის ომთან, საერთოდ პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან.
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ნათელია ამ ხალხის დასანქცირების მიზეზი იმ დანილოვის უწყების მიერ, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა და მოითხოვს საქართველოს ჩართვას ამ ომში, ხოლო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ნათესავებზე სანქციების გავრცელება, ნაცების მანიაკური მოთხოვნის შესრულებაა.
ამ ნაბიჯით ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის პირდაპირ ავიწროებს საქართველოს მოქალაქეებს და მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი ომის და ღალატის პარტიის მოთხოვნებს.
და ბოლოს – მთელს მსოფლიოში საქართველოს მოქალაქეების მიმართ მხოლოდ რუსეთს და უკრაინას აქვთ სანქციები დაწესებული“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება