fbpx

ირაკლი კობახიძე – IRI – ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა

IRI – ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ვიღაცეები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით.
მე შეგახსენებთ, IRI – ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ჩახედეთ IRI-ის კვლევას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის უბრალოდ კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება