fbpx

ირაკლი კობახიძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე- როცა სტანდარტული გამოძიების პარალელურად ქმნი საგამოძიებო კომისიას გამოდის, რომ თქვენ არ ენდობით მიმდინარე ქართულ-ევროპულ გამოძიებას

„მთლიანობაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დღევანდელი ნაბიჯით ვიღაცები ცდილობთ, რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი თქვენი ჩათვლით, რომ პიარულად გადაეფაროთ იმ გამოძიებას, რომელიც წარმოებს კეზერაშვილის წინააღმდეგ,“-ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „კეზერაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც დღემდე ასე გულუხვად აფინანსებს, მისივე აღიარებით, პოლიტიკურ პარტიებს, ტელევიზიებს და ე.წ. ენჯეოებს.“

ირაკლი კობახიძე ასევე ოპოზიციას მიმართავს და აღნიშნავს, რატომ არავინ სვამს კითხვას იმის შესახებ, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ევროპელი პენსიონერების მძარცველი, დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით.
როგორც კობახიძე განმარტავს, თავად აპირებს ამ კითხვის დასმას ევროკავშირისთვის, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება კეზერაშვილისთვის.

„რატომ არავინ სვამთ ოპოზიციიდან ამ კითხვას. კეზერაშვილი, უმძიმესი დამნაშავე, კრიმინალი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი, დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით. ამაზე კითხვები რატომ არ არის?! ვიღაცები ამბობენ, რომ ამ დანაშაულის გამო შეიძლება ევროკავშირში აღარ მიგვიღონ და ამ დროს, ევროკავშირი აძლევს თავისუფალ მიმოსვლას კეზერაშვილს. მე მგონი ეს კითხვა უნდა დაისვას ევროკავშირის წინაშე, მე ყოველ შემთხვევაში ამას ვაპირებ, პრინციპულად უნდა მოვითხოვოთ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ამ უმძიმესი კრიმინალი კეზერაშვილისთვის. მაგრამ თქვენგანაც ველოდები ასეთ კითხვებს“- აღნიშნა კობახიძემ.
ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტით მიმდინარე გამოძიებაზე საგამოძიებო კომისიები არ იქმნება.

„იურიდიულ მხარეს რაც შეეხება, მიმდინარე გამოძიებაზე არ იქმნება ხოლმე საგამოძიებო კომისიები. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც საქართველოშიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, ამას თავი დავანებოთ, აქ არის მიმდინარე არა ქართული, არამედ ქართულ-ევროპული გამოძიება. როცა სტანდარტული გამოძიების პარალელურად ქმნი საგამოძიებო კომისიას გამოდის, რომ თქვენ არ ენდობით მიმდინარე ქართულ-ევროპულ გამოძიებას, რაც გაუგებარია. მგონი სჯობს დაველოდოთ ქართულ-ევროპულ გამოძიებას, ვნახოთ შედეგები და ამის შემდეგ თუ კიდევ დარჩება კითხვის ნიშნები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება