fbpx

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუსში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საჯაროდ გააკეთა განცხადება დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავებს, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, გამოძიება დაეწყოთ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია