fbpx

დონალდ ტრამპის ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ აზიანებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ-ეუთო

უსაფუძვლო ბრალდებები სისტემური ხარვეზების შესახებ და განსაკუთრებით მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელის მაიკლ ჯორჯ ლინკის განცხადებაშია აღნიშნული.

მისიის წინასწარ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დონალდ ტრამპის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების ღამეს გაკეთებული განცხადებები ”ბევრმა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შესაძლებლობის გაზრდის საფრთხედ შეაფასა“.

„ასეთი განცხადებები მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას ასუსტებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მისია ასევე ხაზს უსვამს ყველა ხმის დათვლის აუცილებლობას.

ცნობისათვის, ეუთოს აშშ-ის არჩევნებზე დასაკვირვებლად 39 ქვეყნიდან 102 დამკვირვებელი ჰყავს გაგზავნილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება