fbpx

ირაკლი კობახიძე: აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან

რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ თემას სულ ატრიალებენ – სინამდვილეში ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები დაწესებული, მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც დაწესებულია. შეიძლება უკეთესიც იყოს, ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას. კერძოდ, აჩერებენ თანხებს. მგონი ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან – რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება