fbpx

ირაკლი კობახიძე – არათუ აქცენტები შესთავაზა ნაცმოძრაობამ EPP-ის, მთლიანად ტექსტი იყო ნაცმოძრაობის მომზადებული

ირაკლი კობახიძე – არათუ აქცენტები შესთავაზა ნაცმოძრაობამ EPP-ის, მთლიანად ტექსტი იყო ნაცმოძრაობის მომზადებული, რაც მითითებული იყო კიდეც ტექსტზე არათუ აქცენტები შესთავაზა ნაცმოძრაობამ EPP-ის, მთლიანად ტექსტი იყო ნაცმოძრაობის მომზადებული, რაც მითითებული იყო კიდეც ამ ტექსტზე. ამ განცხადებიდან, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაწერა და შემდეგ EPP-ის სახელით გამოქვეყნდა, პირდაპირ იკითხება მიზანი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დროის განმავლობაში, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატობის წინააღმდეგ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ – განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რაც ზოგადად ამ ევროპულ პარტიაშია ჩემოყალიბებული, რაც სხვათა შორის არ არის დამახასიათებელი სხვა ევროპული პარტიებისთვის. „აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რომელიც ისტორიულად ცნობილია, რომ ვიღაც ცუდი ბიჭია, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ცოტა რბილად ვთქვი, „ნაცმოძრაობასაც“ უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება. რეალობა ეს არის, სამწუხაროდ, EPP-ისთვის ეს არის დამახასიათებელი, შეუძლია ხელი დააფაროს ისეთ პოლიტიკურ პარტიასაც კი, თუ არის წევრი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და „ნაცმოძრაობა“ ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არის ერთი მხარე და მეორე მხარე არის ის, რომ ეს იყო სრული ლუსტრაცია. ამ განცხადებიდან, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაწერა და შემდეგ EPP-ის სახელით გამოქვეყნდა, პირდაპირ იკითხება მიზანი და ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დროის განმავლობაში, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატობის წინააღმდეგ. არც ერთი სიტყვით არ არის მოწოდება ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ნაცმოძრაობამ ეს არ ჩათვალა საჭიროდ საკუთარ ტექსტში. გარდა ამისა, მთელი ტექსტი ისეა აგებული, რომ სწორედ საპირისპირო გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს ევროკავშირს. აქედან ჩანს სინამდვილეში რა არის ნაცმოძრაობის ნამდვილი მიზანი. ეს არის მათთვის ერთგვარი ბოლო იმედი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მარტივი სცენარი, რომელიც აქვთ დაგეგმილი,ჩვენ არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. ამას უნდა მოაყოლონ არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალება, ომი და ა.შ. „ჩვენ ვთქვით, რა არის მათ თავებში მოხარშული სცენარი, ეს არის ის, რომ ჩვენ არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. ამას უნდა მოაყოლონ არეულობის სცენარი, ხელისუფლების გადატრიალება, ომი და ა.შ. ეს არის ძალიან მარტივი სცენარი, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი, თუმცა, ამ სცენარს განხორციელება არ უწერია. ყველაფრიდან ჩანს, რომ მთელი მათი საქმიანობა ამ უახლოესი კვირების განმავლობაშიც იქნება მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ რამენაირად მიაღწიონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას, თუმცა, აბსოლუტურად ალოგიკური იქნება ასეთი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს ინფორმაცია იმ კბინეტებიდან და დერეფნებიდან სადაც ისინი დადიან და აგიტაციას აწარმოებენ. გარდა ამისა, ისინი ამ აგიტაციას აწარმოებენ საჯაროდ. „რაც შეეხება მათ აგიტაციას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ კაბინეტებიდან და დერეფნებიდან სადაც ისინი დადიან და ამ აგიტაციას აწარმოებენ. რა თქმა უნდა წყაროს ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ დავაკონკრეტებთ, მაგრამ არც არის საჭირო ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი ამ აგიტაციას აწარმოებენ აბსოლუტურად საჯაროდ. თქვენ ნახეთ მაგალითად საპარლამენტო დებატები, სამი საათი დაუთმეს იმაზე საუბარს, თუ რატომ და როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. ყველაფერი დღის შუქზეა გამოტანილი, არავითარი დამატებითი მტკიცებულებაც კი არ სჭირდება ამ ყველაფერს. ნაცმოძრაობის ბოლო განცხადება, რომელიც EPP-ის სახელით გამოქვეყნდა, იყო ბოლო ბეჭედი ამ ყველაფერზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება