fbpx

ილონ მასკი – Tesla-ს 2022 წელს ადამიანის მსგავსი რობოტი ეყოლება

კომპანია Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, მის კომპანიას 2022 წლისთვის 172 სმ სიმაღლის და 56 კგ-იანი ანთროპომორფული რობოტის პროტოტიპი ეყოლება, რომელიც აღიჭურვება ხელოვნური ინტელექტით და მთვლელებით, რომლებიც გამოიყენება ელექტრომობილებში.

ამის შესახებ განცხადება მასკმა Tesla-ს საიტზე მიმდინარე ლაივ-ვიდეო ტრანსლაციის დროს გააკეთა.

„Tesla-ს უკვე ახლა შეგვიძლია ვუწოდოთ რობოტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში, იმიტომ, რომ ჩვენი ავტომობილები რაღაცით გვანან ნახევრად ჭკვიან ბორბლებიან რობოტებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი კომპანიის მხრიდან ლოგიკური იქნებოდა ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნა.

პროტოტიპი Tesla Bot აიწყობა მსუბუქი მასალებისგან. სახის ნაცვლად მას ექნება მონიტორი, რომელზეც საჭირო ინფორმაცია გამოვა. 40 მოძრავი ელემენტის წყალობით კი მას შეეძლება სიარული 8 კმ/სთ სიჩქარით და 20 კგ სიმძიმის აწევა.

“მოსალოდნელია, რომ ის იქნება კეთილმეგობრული“, – აღნიშნა მასკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში Tesla Bot-ის დანიშნულება იქნება რთული და მოსაწყენი სამუშაოების შესრულება, მას საყიდლებზეც შეეძლება წასვლა. მანვე დასძინა, რომ რობოტის პროტოტიპს მომავალ წელს წარმოადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია