fbpx

გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ – გივი მოდებაძე

გივი მოდებაძემ მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში ჩაატარა. განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. საარჩევნო შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა გივი მოდებაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება