fbpx

იან ლიპავსკი-საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.

“მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა,  ვისაუბრეთ  საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე.

საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”-აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება