fbpx

ზაალ ანჯაფარიძე – როდესაც ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ “ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო,” უბრალოდ გამეცინება”

დეტროიტში ხმის მისაცემად  მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა:  „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა” – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არ ყოფილა ერთდაერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ,  რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას,  წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ.

“დეტროიტში ხმის მისაცემად  მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა:  „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა.“ ეს არ ყოფილა ერთდაერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე და დეტროიტი არ ყოფილა გამონაკლისი.

საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ,  რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, რომ წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ. ანუ ის, რასაც ჩვენს არჩევნებზე აფიქსირებენ ხოლმე.

და როდესაც ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ “ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო,” უბრალოდ გამეცინება” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება